ხონძი

ხონძი საქართველოში დაბადებული და ნიუ-იორკში მოღვაწე საქსოფონისტი და კომპოზიტორია. მისი მუსიკა ჯაზის, ფანკის, ქართული ფოლკლორისა და ანტიკური ტრანს მუსიკის ნაზავია. იგი ხშირად მოგზაურობს როგორც ჟანრებს შორის, ასევე ფარგლებს გარეთაც და ამით საფუძველს უდებს ორიგინალურ სტილებს როგორებიცაა “ფერხული” და “ფანხი”.

ხონძის ფორმალური მუსიკალური განათლება თბილისის კონსერვატორიით დაიწყო და შემდგომში, მისი მუსიკალური ხელოვნება, ბერკლის მუსიკალურ სკოლასა და “The New School”-ის ჯაზისა და თანამედროვე მუსიკის სკოლაში მიღებული განათლებით დაიხვეწა. მას მსოფლიოს მასშტაბით დაკრული აქვს ისეთ ცნობილ დარბაზებსა და ფესტივალებზე, როგორებიცაა: NYC Winter JazzFest, Birdland, Jazz at Lincoln Center, Nubli, Drom, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი, კლაიპედას ციხის ჯაზ ფესტივალი და ა.შ. საკუთარი პროექტების მიღმა, ხონძის ბევრ ცნობილ არტისტთან ერთად დაუკრავს და მათთან უთანამშრომლია. ამასთან, საერთაშორისო ტურნეებში იმყოფებოდა ისეთ დიდ ქართველ არტისტებთან, როგორებიცაა: ნინო ქათამაძე და სტეფანე.

შემოქმედებით საქმიანობაში ნაყოფიერი, ის, საკუთარ ხელოვნებას უყურებს, როგორც სიხარულისა და თავგადასავლის წყაროს. მუსიკისადმი, როგორც თამაშისადმი მიდგომა, ხონძის საშუალებას აძლევს გაჟღინთოს საკუთარი პროექტები საოცრებისა და სპონტანურობის შეგრძნებით. მისი მაგნიტური შემოქმედება მსმენელს წარმოსახვითი მუსიკალური ნარატივის სამყაროში ეპატიჟება. ხონძის ზოგიერთი კომპოზიცია ქართული ჯაზ-სცენის სტანდარტად მიიჩნევა.

2021 წელს ხონძიმ თავისი სადებიუტო ალბომი - “კავკასია” გამოუშვა. ალბომში შედის მისი სამი ორიგინალური კომპოზიცია და მასში მონაწილეობენ პიანისტი - პაპუნა შარიქაძე, ბასისტი - ტალ მაშიახი, გიტარისტი - ხუან ვიდაურე და დრამერი - ევიატარ სლივნიკი.

ახლახანს, ხონძიმ და პაპუნა შარიქაძემ დუო ალბომი ჩაწერეს, რომლის გამოშვებაც წელს იგეგმება.