ქ. თბილისი
ერთის მხრივ ინდივიდუალური მეწარმე პაპუნა შარიქაძე (ს/კ 01019069793) ვებ-გვერდი: https://khondzi.slr.ge ტელ: 995 571 75 77 57 იურიდიული მისამართით: საქართველო, თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ზღვისუბნის დასახლება, Xა კვარტალი, კორპუსი N41, ბინა N37, შემდგომში წარმოდგენილი, როგორც “მეწარმე” და მეორეს მხრივ მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, შემდგომში “კლიენტი” რომელიც სარგებლობს ი/მ პაპუნა შარიქაძის ბილეთების შეძენის მომსახურებით, მის მიერ საიტზე მითითებული ტელეფონის ნომრის მეშვეობით, სადაც ერთჯერადად იგზავნება ბილეთის ელექტრონული ვერსია, მეწარმის ერთიან ბაზაში შენახვით მანამ, სანამ კლიენტი არ მოითხოვს საკუთარი მონაცემების ბაზიდან ამოღებას. ვთანხმდებით და ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
“მეწარმე” - პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული ფორმით ბილეთების გაყიდვის მომსახურებას;
“კლიენტი” - პირი, რომელიც სარგებლობს მეწარმის მომსახურებით, იხდის საფასურს და იღებს ბილეთის/ბილეთების ელექტრონულ ვერსიას მიიჩნევა კლიენტად, ან/და შესაბამისი უფლებამოსილებით და კანონით დადგენილი წესით დამოწმებული რწმუნებულების მეშვეობით აღჭურვილი პირი, რომელიც ჩვენთან წარმოდგენილი იქნება, როგორც მინდობილი.
“ბილეთი” - ფურცელი (როგორც მატერიალური, ასევე დისტანციური) რომელიც იძლევა, სადმე შესვლის, რამეთი მგზავრობის, რისამე მიღების უფლებას.
“დამატებითი მომსახურება” - მომსახურება, რომელსაც “მეწარმე” დამატებით უწევს “კლიენტს” ანაზღაურების (შეთანხმების) სანაცვლოდ.
“გაცემა” - მეწარმის მხრიდან ბილეთის იმ პირზე (ან მისი კანონიერი წარმომადგენლისთვის) გაგზავნა, რომელსაც შესაბამისი პროცედურის დაცვით გაეგზავნა ბილეთის ელექტრონული ვერსია.
1.1 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მეწარმის მიერ მითითებული საიტიდან, კლიენტის მიერ მითითებულ ნომერზე, ბილეთის/ბილეთების ელექტრონული ფორმით გაყიდვისა და გაგზავნის მომსახურების გაწევა, რომელსაც მეწარმე უზრუნველყოფს თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე.
ი/მ პაპუნა შარიქაძეზე ბილეთის შეძენა ხდება, ტელეფონის ნომრის გამოყენებით, რეგისტრაციისა და კლიენტის მონაცემების, მეწარმის ერთიან ბაზაში შენახვის გარეშე. ბილეთ(ებ)ის შეძენა ხორციელდება ვებ-გვერდზე https://khondzi.slr.ge მომსახურების (ხელშეკრულების) პირობები საჯაროა. მეწარმის მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი - კლიენტი დაეთანხმა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს, მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი დაიცვას, მისი ნომრის კონფიდენციალობა და თავად აკონტროლოს მესამე პირის მიერ მისი მონაცემების გამოყენებით შესრულებული ყველა ოპერაცია. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის/ბილეთის შეძენის დროს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი მოითხოვს ასეთი ინფორმაციის გაცემას/გასაჯაროვებას ან მისი სხვა ფორმით გადაცემას.
1.3 მეწარმე უფლებამოსილია არ გაუწიოს მომსახურება იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რომელიც ეწევიან მსგავს მომსახურებას, მსგავსად ი/მ პაპუნა შარიქაძისა.
2.1 ბილეთის ღირებულება გამოითვლება საიტზე განთავსებული ფასის და რაოდენობის მიხედვით.
2.2 გადახდა ხორციელდება მხოლოდ https://khondzi.slr.ge ვებ-გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდით.
2.3 ბილეთის თანხა გამოითვლება საიტზე განთავსებული ფასის მიხედვით, რაოდენობის გათვალისწინებით.
2.4 მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ბილეთის, მომხმარებელზე გაგზავნამდე/მიღებამდე.
2.5 მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ის ბილეთ(ებ)ი, რომლის საფასურიც გადახდილი აქვს.
2.6 თუ მომხმარებელი არ გამოიყენებს ბილეთ(ებ)ს, მეწარმე არ არის ვალდებული აუნაზღაუროს მას ბილეთ(ებ)ის ფასი.
2.7 მეწარმე პასუხისმგებელია მხოლოდ ბილეთ(ებ)ის გაცემაზე, ხოლო განკუთვნილი ბილეთის აღსრულებაზე პასუხისმგებელია, ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი ვინც უშუალოდ უნდა ჩაატაროს ბილეთზე მითითებული სპექტაკლი ან სხვა სახის ღონისძიება.
2.8 მეწარმე არ უზრუნველყოფს ბილეთ(ებ)ის დაბრუნებას ან/და გადაცვლას.
3.1 მეწარმე პასუხისმგებელია ბილეთ(ებ)ის ავთენტურობაზე.
3.2 აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ბილეთ(ებ)ის გაცემას. სერვისში არ შედის ბილეთში არსებული ღონისძიების გადამოწმება ჩატარდება თუ არა. არამედ მეწარმე პასუხისმგებელია, რომ ღონისძიებებზე, მოახდინოს ბილეთების გაყიდვა, ხოლო ბილეთის აღსრულებაზე უშუალოდ პასუხისმგებელია, ის ფიზიკური თუ იურიდიული პირ(ებ)ი, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ჩამტარებელ ორგანოს/ორგანიზაციის კომპეტენტურ პირს.
3.3 იმ შემთხვევაში თუ არ/ვერ ჩატარდა ბილეთში მითითებული ღონისძიება, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება იმ ორგანოსა თუ ორგანიზაციაში, ვინც იყო უშუალოდ ბილეთის შემსრულებელი ფიზიკური თუ იურიდიული პირი.
3.4 მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს ბილეთის შესახებ, ნებისმიერი სახის პრეტენზია მეწარმესთან.
3.5 იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა ვებ-გვერდიდან ვერ მიიღო ბილეთ(ებ)ი, მის მიერ გადახდილი თანხის შესახებ, წერილობითი სახის პრეტენზია უნდა დააყენოს მეწარმესთან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
3.6 მეწარმე წერილობითი სახით მიღებულ პრეტენზიას განიხილავს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში ჩაბარებიდან.
3.7 მეწარმე ზარალის ანაზღაურებას უზრუნველყოფს წერილობითი სახით მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღის ვადაში.
3.8 მეწარმე უფლებამოსილია ფულადი ან სხვა სახის ანგარიშსწორებით მოახდინოს ვალდებულების შესრულება, თუ ბილეთის მიღება არ განხორციელდა მეწარმის ბრალეული მოქმედებით.
4.1 სისტემაში რეგისტრაციისას გამოიყენოს მხოლოდ ნამდვილი სახელი, გვარი და სხვა სახის საიდენტიფიკაციო მონაცემები. სისტემაში მითითებული მონაცემები სრულად კონფიდენციალურია, გარდა იმ პირებისა, რომლებიც დასაქმებულია მეწარმესთან და უზრუნველყოფენ მომსახურების გაწევას.
4.2 ბილეთ(ებ)ის შეძენის დროს გამოიყენოს მის მიერ სასურველი ავთენტური ნომერი.
4.3 ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი სახის შეფერხების ან საჭიროების შემთხვევაში, მეწარმეს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია/ცნობა ან სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც მომხმარებლისთვის ცნობილი გახდა ვებ-გვერდის მომსახურებით სარგებლობის დროს.
4.4 მომხმარებელი ვალდებულია ბილეთ(ებ)ის საიტიდან კომერციული დანიშნულების შეძენის შემთხვევაში გააფრთხილოს მეწარმე აღნიშნული ფაქტის შესახებ.
4.5 მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა საიტზე ბილეთების შეძენის დროს გაწეული მომსახურებისას.
4.6 დროულად და სრულად გადაიხადოს მომსახურების საფასური.
4.7 მომხმარებელი ადასტურებს, რომ მის მიერ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია სწორი და უტყუარია და წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
4.8 მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდიდან გაგზავნილი ბილეთ(ებ)ის ელექტრონული ვერსია გადაამოწმოს დაუყოვნებლივ, ხოლო პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში წერილობითი ფორმით მიმართოს მეწარმეს.
4.9 ბილეთზე მითითებული ღონისძიების ჩატარების შემდეგ მეწარმე არ მიიღებს პრეტენზიას ბილეთის მიღება/არმიღების თაობაზე, არამედ მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნული განახორციელოს აღნიშნული ხელშეკრულების 3 პუნქტისა და 4.8 ქვეპუნქტის შესაბამისად.
5.1 მეწარმე არ ეწევა ისეთი ბილეთების გაყიდვის მომსახურებას, რომელიც ადამიანის ღირსებას პირდაპირ და უშუალოდ ლახავს და რომელიც წინაღმდეგობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.
6.1 მომხმარებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, მეწარმის ინტერესების საწინაღმდეგო ქმედება ან/და დაუზუსტებელი ინფორმაციის გაცემა პირდაპირი ან ირიბი გზით, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე მასმედიასა და სხვადასხვა სახის გვერდზე გამოიწვევს მომხმარებლის მიმართ საიტზე ბლოკირებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
6.2 მეწარმე იტოვებს უფლებას მოახდინოს მომხმარებლთან მომსახურების ჩაწერა და დამახსოვრება. ასევე, ელექტრონული თუ წერილობითი სახის მიმოწერის/რეგისტრაციაზე არსებული მონაცემების დამახსოვრება, რაც შესაძლოა მეწარმემ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით.
6.3 მეწარმე უფლებას იტოვებს, მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების პირობები, რომელიც იქნება საჯარო ვებ-გვერდზე https://khondzi.slr.ge გამოქვეყნების გზით, გარდა ცალკეული პირობებისა, რომლის თაობაზეც მომხმარებელი პერსონალურად იქნება ინფორმირებული და შესაძლოა არ დაექვემდებაროს ვებ-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებას.
6.4 მეწარმე იტოვებს უფლებას მომხმარებლის ინფორმირების შემდეგ, შეწყვიტოს მასთან მომსახურება, მისი თანხმობის გარეშე.
7.1 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
7.2 ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემკვეთის ან/და შემსრულებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი.
7.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება ურთიერთშეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა ხდება ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, რომელიც საჯაროა ან/და პერსონალურად მომხმარებლთან წერილობითი შეთანხმების გაგზავნის გზით.
10.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია მეწარმის მხრიდან ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მეორე მხარის (მომხმარებელი) მიერ საიტზე რეგისტრაციისას ან ბილეთის შეძენისას ითვლება, რომ ის გაეცნო და თანახმაა წინამდებარე ხელშეკრულების პირობებზე.
10.2 ხელშეკრულება მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე, ხოლო ძალადაკარგულია მეწარმის მხრიდან საიტის https://khondzi.slr.ge ლიკვიდაციისას.
11.1 მომსახურებასთან დაკავშირებული ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, დარეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11.2 ხელშეკრულება ატვირთულია ვებ-გვერდზე, მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას.
ვებ-გვერდი https://khondzi.slr.ge მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებელი და მეწარმე:
დასახელება: ინდვიდუალური მეწარმე პაპუნა შარიქაძე
საიდენტიფიკაციო კოდი: 01019069793
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ზღვისუბნის დასახლება, Xა კვარტალი, კორპუსი N41, ბინა N37
ელექტრონული ფოსტა: sharikadzep@gmail.com
ტელეფონის ნომერი: +995 571 75 77 57
მხარეებისთვის წინამდებარე ხელშეკრულების წესები და პირობები წარმოადგენს სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტს.